ახალი ამბები

19.03.2018
  „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული მონაკვეთების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ 700მეტრამდე სიგრძის D 508 მმ-იანი ახალი გაზსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოები განხორციელდება. ახალი გაზსადენის შეჭრა მოქმედი „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 23-ე და 34-ე კმ-ზე მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირიდან დაახლოებით 50-80 მეტრის მოშორებით ახალ დერეფანში მოხდება. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც  2017 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე სუფსა კალაპოტიდან გადმოვიდა, მარჯვენა ნაპირი გარეცხა,  „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენის 23-ე კმ-ზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთთან 80 მ-მდე,  34-ე კმ-ზე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან 100 მ-მდე სიგრძის მონაკვეთები დააზიანა, აქედან გამომდინარე,  საფრთხე შეექმნა აჭარისა და გურიის რეგიონების უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგებას. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს გაზსადენების დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს.    
11.03.2018
  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ ახლადაშენებული ფოლადის 300მმ მონაკვეთის მოქმედ გაზსადენში შეჭრას ახორციელებს. სამუშაო აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენის 190,1-195,6კმ-ებს შორის არსებულ 300მმ მილსადენზე  შესრულდება. ამავე მონაკვეთზე პოლიეთილენის მილი შეიცვლება ახლადაშენებული ფოლადის 300მმ გაზსადენით. ეს აუცილებელი გახდა, რადგან პოლიეთილენის მილი საჭირო პარამეტრალურ ნიშნულს ვეღარ უზრუნველყოფს და საფრთხე შეექმნა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს გაზსადენების დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას.  
09.03.2018
ყარადაღ-თბილისის 496-ე კილომეტრზე არსებულ სოფელ გამარჯვების განშტოებაზე ჩამკეტი ონკანის საავარიო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც მიმდინარე წლის 23 მაისს 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ სოფელ გამარჯვებიდან ხაშურამდე არსებულ ავტოგაზგასამართ სადგურებს. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მომხმარებლებს აღნიშნული შეზღუდვის გამო ბოდიშს უხდის.
09.03.2018
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გაზგამანაწილებელ სადგურში აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 12 მარტს მრიცხველი და სწორი მონაკვეთი ახლით შეიცვლება. აღნიშნული აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის  ხარჯის ზრდის გამო. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 12 მარტს 12:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება სოფელ სანავარდოს 700 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.